ღონისძიებები

1. პროექტის სახელწოდება: გაცოცხლებული ზღაპარი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“
2. პროექტის მთავარი თემა: წიგნის სიყვარულის გაღვივება პატარა მკითხველებში
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებსა და წიგნებს მეგობრობა უჭირთ, დამეგობრების პროცესში მნიშვნელოვანია საინტერესო წიგნის შერჩევა, რომელიც მათ კითხვას შეაყვარებთ და დიდ ლიტერატურამდე მიიყვანთ, წიგნთან სწორად დაწყებული ურთიერთობა მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება,ზეპირსიტყვიერებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ნაწარმოების კითხვა გამომსახველობითი კითხვის მეთოდით, საუბარი მკაფიოდ, გამომეტყველებით,  მონაწილეობის მიღება ინსცენირებაში, საკუთარი როლის განსახიერება შესატყვისი ინტონაციითა და ჟესტ-მიმიკით.
5. მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
6. ვადები/ხანგძლივობა: 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: წიგნისადმი ინტერესის გაზრდა, კითხვის მიზნის განსაზღვრა და კითხვის შესაბამისი სტრატეგიის არჩევა, სპექტაკლის ჩატარება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ძმები გრიმების ზღაპრის წიგნი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ინტერნეტი, ფილმი, პიესა, სიმღერები, ფორტეპიანო, სასცენო კოსტუმები, დეკორაციები, ფონოგრამები, მუსიკალური ცენტრი,
ეროვნული სასწავლო გეგმა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): წიგნის მნიშვნელობის გააზრება მოსწავლეებში, წიგნის, როგორც ცოდნისა და სიამოვნების მიღების საშუალების განსაზღვრა, სპექტაკლისთვის შესაბამისი ლიტერატურული ზღაპრის შერჩევა, ამ ზღაპრის მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმის ჩვენება, ზღაპრის წაკითხვა, რატომ არის ყველაზე სასიამოვნო და სახალისო საკითხავი ზღაპარი? როგორ იწყება და სრულდება ზღაპრები? რა თავისებურება ახასიათებს ზღაპარს? როლების განაწილება, სპექტაკლის მომზადება, ხანგძლივი რეპეტიციები  და ბოლოს პრემიერა.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. I.1.
·         ამოიცნობს და იყენებს  სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა.შ.)
ქართ. I. 2.
·         მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
ქართ. I.3.
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერას სიტყვაში;
·         პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით:
ქართ. I.4.
·         მონაწილეობს ინსცენირებაში;
·         ირჩევს  როლის შესატყვის ინტონაციასა და და ჟესტ-მიმიკას;
მუს. I.2.
·         მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს აკომპანიმენტით ან მასწავლებელთან ერთად;
·         მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს თანაკლასელებთან ერთად;
მუს.I.4
·         (ზეიმზე აკეთებს )მუსიკის მოსმენისას ტაშით, სიმღერით, მოძრაობით აჰყვება მუსიკას;
მუს. I.6.
მ     მონაწილეობს კლასის ზეიმში, თემატურ ღონისძიებებში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): შორენა გოგია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorena.gogia.1@iliauni.edu.ge
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://shorenagogia1.blogspot.com/p/blog-page_6.html




No comments:

Post a Comment